,,გაზპრომბანკის" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ოჯახის წევრები დახოცა და თავი მოიკლა

,,გაზპრომბანკის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები გარდაცვლილები იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, 51 წლის ვლადისლავ ივაევმა ჯერ მეუღლე მოკლა, შემდეგ- ქალიშვილი და ბოლოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სამართალდამცავთა თქმით, სახლის კარები შიგნიდან იყო ჩაკეტილი. ბინაში უცხო პირის შეღწევის, ან კარების გატეხვის კვალი არ აღინიშნება. ამიტომაც მკვლელობის მიზეზად მოსკოვის პროკურატურა საყოფაცხოვრებო კონფლიქტს ასახელებს.