"რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს"- ზელენსკის საგანგებო მიმართვა
პუტინის გეგმა B - რუსმა ოკუპანტებმა დონბასზე შეტევა დაიწყეს. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ოფიციალურად დაადასტურა.
რუსებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს, ბრძოლა, რომლისთვისაც ასე დიდხანს ემზადებოდნენ. რუსული ჯარების დიდი ნაწილი იქ არის მობილიზებული თავდასხმისთვის. რამდენი სამხედროც არ უნდა გადაისროლონ, ჩვენ თავს დავიცავთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. უკრაინულს არაფერს მივცემთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მოკლე განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმაც. ანდრეი ერმაკის განცხადებით, ომის მეორე ეტაპი დაიწყო.
"გჯეროდეთ ჩვენი არმიის, ის ძალიან ძლიერია" - ამბობს მაღალჩინოსანი.