რუსეთი აწარმოებს ტერორის კამპანიას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ - პრაისი

19.04.22 10:07
რუსეთი აწარმოებს ტერორის კამპანიას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ - პრაისი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ნედ პრაისი, აცხადებს, რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ტერორის კამპანიას აწარმოებს.

ფაქტია, რომ რუსეთმა წამოიწყო უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ შეჭრა, ვიდრე უბრალოდ ომი. ის აწარმოებს ტერორის კამპანიას, სისასტიკისა და საზიზღარი აგრესიის კამპანიას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ უკანასკნელ საათებში ვნახეთ, ლვოვისა და კიევის რეგიონში თავდასხმების თვალსაზრისით, ან ის, რაც ვნახეთ ქალაქებში, როგორიცაა, მარიუპოლი, ხარკოვი, რისი მომსწრენიც ვიყავით ბუჩაში, ეს მკაფიო ნიშნები და აშკარა მოწმობაა სისასტიკისა და ტერორის კამპანიისა, რომელსაც რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ",- თქვა პრაისმა.