ომის მეორე ფაზა - პუტინის სამიზნე აღმოსავლეთ უკრაინაა

19.04.22 10:49
ომის მეორე ფაზა - პუტინის სამიზნე აღმოსავლეთ უკრაინაა

ხარკოვი, ნიკოლაევი, ხერსონი და დნეპროპეტროვსკი - რუსული არმია უკაინის მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდა. ბრძოლები მიმდინარეობდა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში. ინფორმაციას უკრაინის საგანგებოს სიტუაციების მართის სამსახური ავრცელებს.

ხარკოვში სირენების ხმა მთელი ღამის განმავლობაშ ისმოდა. მტერმა აქ ისევ მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა. ბრძოლები იყო იზიუმის მიმართულებითაც. ბოლო 24 საათში აქ 5 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა - 15. 

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ლოზოვაია და ბარვენკოვო 54 ათასმა ადამიანმა დატოვა. 

ყველაზე ცხელ წერტილად ისევ ლუგანსკი რჩება. კრემენსა და პოპასნოაში ისევ აქტიური ბრძოლებია, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ტერიტორიაზე კონტროლს ინარჩუნებენ. ინფრასტრუქტურა სრულად განადგურებულია. 18 აპრილის მონაცემებით აქ 4 ადმაიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა. 

რაც შეეხება დონეცკს, ოკუპანტებმა ავდეევკა, მარიინკი, ტორეცკი, ნიუ-იორკი და უგლედარი გრადებით დაბომბეს. მძიმე ბრძოლებია ლიმანშინაში. ნფორმაცია დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ზუსტდება. 

რთული ვითარებაა ხერსონის მთელ ოლქში.  ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა ნიკოლაევსკის და დნეპროპეტროვსკის ოლქების საზღვარზეა. ინფორმაცია დაღუპულების და ნგრევით მიყენებული ზარალის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. აღნიშნულ ოლქის ბევრ პუნქტში ჰუმანიტარული კრიზისია. სიტუაცია სტაბილურად მძიმეა. 

ნიკოლაევში ოკუპანტების იერიშების შედეგად საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. 
ასევე, დაიბოპმბა სოფლები ლიმანი, გალიცინოვო, ბალაბანოვკა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. შეწყვეტილია გაზის მიწოდებაც.  წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. 

შედარებით მშვიდი ღამე იყო ვოლინში, ზაკარპატიეში, როვენში, კიროვოგრადში, ივანანო-ფრანკოვსკში, ხმელნიცკში, ჩერნოვიცკში, ლვოვში, ოდესაში, ზაპოროჟიეში, კიევში , პოლტავშინასა და ჟიტომირში. სიმშვიდე იყო სუსა და ჩერნიგოვშიც.