ასობით ადამიანი სიკვდილის მოლოდინშია - პირველი კადრები აზოვსტალის ბუნკერიდან
ასობით ადამიანი სიკვდილის მოლოდინშია - აზოვსტალის ქარხანა, რომლიც ნანგრევებად ქცეულ მარიუპოლში ერთდაერთი თავშესაფარია, რუსული არმიის სამიზნეა. უმძიმეს კადრებში, რომელიც აზოვსტალი ბუნკერშია გადაღებული, ჩვილები,მოზარდები,მოხუცებ და ფეხმძიმეები ჩანან. უკვე 2 თვეა 20 მეტრის სიღრმის ბუნკერში მყოფებს დღის სინათლე არ უნახავთ. მარიუპოლის ქარხანაში ადამიანებს საკვების და წყლის მარაგი ფაქტობრივად აღარ აქვთ.
თავშესაფარას, რომელსაც ასობით ადამიანი რუსულ ბომბებს ემალება, პუტინის არმია სისტემატიურად უტევს, თუმცა ქარხნის ტერიტორიაზე შესვლას ვერ ახერხებს. ქარხნის ტერიტორიის დატოვებას ვერც იქ მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეები ხერხებენ.
ვცდილობთ, არ ვინერვიულოთ, როცა ისვრიან. აქ ყველაფერი ირყევა, ვთამაშობთ სათამაშოებით, რომელიც მოაქვთ. აქ ჩვენ თვითონ ვაგებთ შენობებს, რაღაცეებს მოვიფიქრებთ-ხოლმე. ძალიან გვინდა აქედან გასვლა. ჩვენ დაგვპირდნენ, რომ როცა აქედან გავალთ, ლამაზ საჩუქრებს გვიყიდიან, - ამბობს ბუნკერში მყოფი ერთ-ერთი ბავშვი.
აზოვსტალის ქარხნის ბუნკერში მყოფი მოქალაქეები შველას და მწვანე დერეფნის მოწყობას ითხოვენ, რათა მარიუპოლის დატოვება მშვიდობიანად შეძლონ.
მინდა, ვინც ამ ვიდეოს ნახულობს, დაგვეხმაროს მწვანე დერეფნის გაკეთებაში, რათა ჩვენ შევძლოთ უსაფრთხოდ გავიდეთ აქედან. მივმართავს ყველა ცოცხალ ადამიანს, მშვიდობიან მოქალაქეს და სამხედროს, ყველას ვინც ამ ომშა ჩართული, ვინც დაიწყო ომი ჩვენს წინააღმდეგ, ვუსურვებ, რომ თითონაც იგრძნონ ეს ტკივილი, მათმა შვილებმაც იგრძნონ ეს, - ამბობს ჩვილბავშვიანი დედა.
დედები ყვებაინ, რომ ბავშვებს ბუნკერში ყოფნა უკვე ძალიან უჭირთ და იქ ყოფნა მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზეც აისახება.
მე აქ სამ შვილთან ერთად ვარ. ეს ადგილი ბავშვებისთვის არ არის განკუთვნილი. არანაირი სწავლა-განათლება ან აქტივობა. ძალიან უმძიმთ, უკვე კბილებიც კი უფუჭდებათ ვიტამინების ნაკლებობის გამო. მზის სხივი აქ არ შემოდის, ბავშვები უკვე ტირიან. დიდებსაც უკვე დეპრესია ეწყებათ, ენატრებათ მშვიდობიანი ცხოვრება. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ეშინიათ. უბრალოდ, საპირაფარეშოში ასვლისაც კი ეშინიათ, - ამბობს ერთ-ერთი ქალი.