ოკუპანტები ქარხანას ცეცხლს მიზანმიმართულად უხსნიან - აზოვის ბატალიონის მეთაური

19.04.22 11:30
ოკუპანტები ქარხანას ცეცხლს მიზანმიმართულად უხსნიან -  აზოვის ბატალიონის მეთაური

აზოვის ბატალიონის მეთაური მსოფლიო ლიდერებს მიმართავს და იმ მძიმე მდგომარეობას აღწერს, რომელიც აზოვსტალის ბუნკერშია. დენის პროკოპენკოს თქმით, ოკუპანტებმა იციან, რომ ქარხანას თავს მშვიდობიანი მოქალაქეებიც აფარებენ, თუმცა ტერიტორიაზე იერიშები მიზანმიმართულად მიაქვთ. 

მე ვარ აზოვის ბატალიონის მეთაური დენის პროკოპენკო. მივმართავ მსოფლიო ლიდერებს, მარიუპოლში აზოსვტალის მეტალურგიულ ქარხანაში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე  თავს აფარებს, მათ შორის, ყველა ასაკის ადამიანი : ქალები, ბავშვები, მარიუპოლის მცველების ოჯახები, ისინი რუსული არმიისგან ბუნკერს აფარებენ თავს. მათ ერთადერთი თავშესაფარი უკრაინელი ჯარისკაცების გვერდით იპოვეს, რომლებიც დღემდე იცავენ ქალაქს რუსი დამპყრობლებისგან. რუსმა საოკუპაციო ძალებმა და მათმა მარიონეტმა დონეცკისა და ლუგანსკის არაღიარებული რესპუბლიკებიდან ეს იციან. იციან მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ და გაცნობიერებულად უხსნიან ცეცხლს ქარხანას. ისინი იყენებენ თვაისუფალი ვარდნის ბომბებს, რაკეტებს, ყველა სახეობის არტილერიას  როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო, რათა იერიში მიიტანონ ყველაფერზე განურჩევლად ობიექტებისა. ქალაქის თეატრი, სამშობიარო სახლი, სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები, სახლები მათ გაანადგურეს, ვინც ახლა სამოქალაქო ევაკუაციას და უსაფრთხოებას გვთავაზობს. ეს იგივე ხალხია და მათი არავის სჯერა, - განაცხადა აზოვის ბატალიონის  მეთაურმა.