რუსეთმა უკრაინაში, სავარუდოდ, ისევ ქიმიური იარაღი გამოიყენა -ადამიანებს მოწამვლის ნიშნები აქვთ

აღმოსავლეთ უკრაინაზე სარაკეტო ირიშების შემდეგ ადამიანების დიდ ნაწილს მოწამვლის ნიშნები აქვთ. რუსეთმა უკრაინაში ღამით, სავარუდოდ, ისევ ქიმიური იარაღი გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას იზიუმის საკრებულოს დეპუტატი ავრცელებს. მისი თქმით, მოწამვლის სიმპტომები ათობით ადამიანს გამოუვლინდა. მათ თვალების სიწითლე, გულის რევა, ღებინება, სუნთქვის უკმარისობა და გულის წასვლა აღენიშნებათ.
მოწამლულების გენეტიკური მასალა კველვისთვის უკვე გადაგზავნილია.