ოკუპანტები დონბასის აღებას ცდილობენ - არესტოვიჩი პუტინის ახალ გეგმაზე საუბრობს

19.04.22 11:46
ოკუპანტები დონბასის აღებას ცდილობენ - არესტოვიჩი პუტინის ახალ გეგმაზე საუბრობს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები პუტინის ახალ გეგმაზე საუბრობენ. ოლექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ რუსული არმიის მიზანს დონბასის აღება წარმოადგენს. მისი თქმით, ოკუპანტებს სამი მთავარი მისია აქვთ; კრემენნოეს აღების შემდეგ ისინი სევეროდონეცკში შესვლას  გეგმავენ და იზიუმის გავლით ზაპოროჟიეს რეგიონში გადაინაცვლონ, რათა სამხრეთ აღმოსავლეთზე გასვლა შეძლონ. 

ეს არის რებეჟნოე, პოპასნაია, სევეროდონეცკი, მათ  დღეს კრემენნაია გამოაცხადეს აღებულად, რეალურად კი, არაფერიც არ აუღიათ. ჩვეულებრივი ქუჩის დაპირისპირებაა. მათ უნდათ ის აიღონ, რათა ნახსენები ქალაქები მოკვეთონ დიდი მიწისგან. ეს არის ლუგანსკის ოლქის ნაწილი, რომლის მოჭრაც სურთ და ასევე, ჩვენი სამხედროების იზოლირება და  ოპერატიული გარშემორტყმა. მეორე მიმართულება იზიუმიდან ლუგანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით, - ამბობს არესტოვიჩი. 

მსგავსი სიახლეები