ბოლომდე ვიბრძლებთ, უკრაინულს არაფერს დავთმობთ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსულმა არმიამ დონბასისთვის ბრძოლა დაიწყო. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა თავს ბოლომდე დაიცავს და თავისას არაფერს დათმობს.
რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს. ბრძოლა, რომლისთვისაც ასე დიდხანს ემზადებოდნენ. რუსული ჯარების დიდი ნაწილი იქ თვდასხმისთვის არის მომზადებული.
რამდენი სამხედროც არ უნდა გადაისროლონ, ჩვენ თავს დავიცავთ, ვიბრძოლებთ, უკრაინულს არაფერს მივცემთ და დავთმობთ, სხვისიც არაფერი გვჭირდება. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლის, ყველა იმ გმირული ქალაქისა, დონბასის, მარიუპოლის და ხარკოვის ოლქებში, რომლებიც დაკავებულია. მთელი უკრაინის ბედის დაცვა დამპყრობლების ძალების შეკავებაა, - განაცხადა ზელენსკიმ.