შეტევა დონბასზე - ოკუპანტებმა კრემენში მცხოვრები ათასობით მოქალაქე დაატყვევეს

ოკუპანტებმა კრემენში მცხოვრები ათასობით მოქალაქე დაატყვევეს. დაპატიმრებულთა შორის ის ადამიანები აღმოჩნდნე, რომლებმაც ქალაქის დატოვება ვერ მოასწრეს. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
მისივე ცნობით, 19 აპრილს მოქალაქეების ევაკუაცია განხორცილდება, თუმცა სიჩუმის რეჟიმზე ოკუპანტებმა უარი განაცხადეს. სერგეი გაიდაის თქმით, ადამიანების გაყვანას რუბეჟნოედან, სევეროდონეცკიდან, ლისიჩანსკიდან, პოპასნაიადან და გორსკიდან შეეცდებიან.
ევაკუაციაში დღეს მოხალისეები დაგვეხმარებიან, პოლიცია მცირეწლოვანებს და მოხუცებს ავტობუსებამდე მიიყვანს, ამიტომ, როდესაც პატრულს დაინახავთ, ნუ დააყოვნებთ, ეს გადარჩენის შანსია. ყოველდღიურად ასეთი შესაძლებლობები სულ უფრო მცირდება, - ამბობს გაიდაი.
მისივე ცნობით, მათ , ვინც თანამშრომლობაზე უარს აცხადებს, ოკუპანტები ადგილზე კლავენ.
შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს ოკუპანტებმა ქალაქი კრემენოე აიღეს.