ოკუპანტები ,,აზოვსტალს" ბომბავენ - თავშესაფარში მყოფები დახმარებას ითხოვენ

,,აზოვსტალის" ქარხანაზე შტურმი დაიწყებულია - რუსული ბომბები მარიუპოლში დარჩენილი ერთადერთი თავშესაფრის თავზე ცვივა. ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა, ედუარდ ბარუსინმა, რუსული პროპაგანდისტული მედიის ეთერში განაცხადა, რომ რუსულმა არმიამ აზოვსტალზე შეტევა დაიწყო.
შენობას, რომლის ბუნკერსაც თავს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს, ოკუპანტები ინეტენსიურად ბომბავენ. ბუნკერში მყოფი მოხუცები, ქალები და ბავშვები სიკვდილს თვალებში უყურებენ.
პარალელურად, რუსული არმიის არტილერიამ ცეცხლი გახნა ქალაქის დასავლეთ ნაწილშიც, სადაც კიდევ ერთი საცოვრებელი უბანი იბომბება. ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველიც ადასტურებს.
მარიუპოლში დაიწყო შტურმი აზოვსტალზე. სპეციალურმა ჯგუფებმა მარიუპოლში აზოვსტალის ტერიტორიაზე შეტევა დაიწყეს. სიტუაცია ძალიან რთულია დონეცკში. პერიოდულად გრადები და არტილერია ცვივა, განსაკუთრებით ბოლო 24 საათის განმავლობაში. არიან დაშავებულები, მათ შორის, ბავშვები. ნადგურდება სახლები, ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. დონეცკის ტერიტორიაზე ოიბიექტების ნგრევას ყოველდღიურად ვაფიოქსირებთ, - განაცხადა პეტრ ანდრიუშენკომ.