"ადამიანები სარდაფებში გულის შეტევით იხოცებოდნენ" - მძიმე ისტორიები მარიუპოლიდან

19.04.22 13:12
"ადამიანები სარდაფებში გულის შეტევით იხოცებოდნენ" - მძიმე ისტორიები მარიუპოლიდან

მარიუპოლელი ქალი, რომლის მეუღლეც უკრაინის დასაცავად იბრძვის, საკუთარ მძიმე ყოფაზე საუბრობს. ახალზაგრდა ქალი ომის საზარელ დეტალებს ყვება და ამბობს, რომ უკრაინელების გამარჯვება გარდაუვალია. 

როცა ჩემი მეუღლე წავიდა, მითხრა, რომ სათამაშო დამიცავდა. მას შემდეგ სულ თან დამაქვს. ომი დაიწყო, ჩამოვარდა ჭურვი და 4 წლის პატარა ბავშვი დაიღუპა. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა და სჯობდა სარდაფში დავრჩენილიყავით, გარეთ ცხვირი არ გაგვეყო. ადამიანები სარდაფებში გულის შეტევით იხოცებოდნენ. წვიმდა, წვიმის წყალს ვაგროვებდით და ვსვამდით. ჩემს ქმართან კავშირი 3 კვირის წინ მქონდა, მომწერა, რომ ცოცხალია. ვიცი, რომ ის დაჭრილია, მაგრამ ამ პირობებშიც კი ისინი სულის სიმტკიცეს ინარჩუნებენ. იციან, რომ ყველაფერს შეძლებენ და გადარჩებიან, - ამბობს მარიუპოლელი ახალგაზრდა ქალი. 

კიდევ ერთი ქალი ნაომარი ქალაქიდან თვალებზეცრემლმომდგარი ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროები მხნეობას ინარჩუნებენ და ქალების ვალია ასევე მოიქცნენ. 

ეს არის ჩემი თილისმა, მასთან ერთად ვიყავი სარდაფში. იძულებულები გვახდით სახლი დაგვეტოვებინა, უკვე თავშესაფრიდანაც გამოგვდევნეს. აღარსად შეიძლებოდა თავის შეფარება. საკვები და სასმელი წყალიც არ გვქონდა. ჩემმა ქმარმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ მხარში დავუდგე. მჯეროდეს და იმედს ვინარჩნებდე, რომ ბიწები მხნეობას ინარჩუნებენ და ჩვენც ასე უნდა ვიყოთ, - ამბობს მეორე ქალი.