"დიდი დანაკარგი გვაქვს, თითქმის აღარ დავრჩით" - რუსი სამხედროს აღიარება

19.04.22 14:08
"დიდი დანაკარგი გვაქვს, თითქმის აღარ დავრჩით" - რუსი სამხედროს აღიარება

ოკუპანტებმა  ნიკოლაევზე ათობით იერიში მიიტანეს. დაბომბილია საცხოვრებელი უბნები, თუმცა უკრაინელი  სამხედროები  მტერზე საპასუხო შეტევებს ახორციელებენ. 

რუსული ჯარის მძიმე ყოფას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერიც ცხადყოფს. სატელეფონო საუბარში რუსი ჯარისკაცი მეუღლეს უყვება, რომ უკრაინულმა არმიამ მათი პოლკი, ფაქტობროვად, სრულად გაანადგურა. 

ჩვენს პოლკს ყველაზე დიდი დანაკარგი აქვს.  თითქმის აღარ დავრჩით. ათას რაღაცა კაცი იყო და 400 დავრჩით. თავი გავყავი, დამაზღვიეთ-მეთქი და „გოგრაში“ წამოვიდა ტყვიები. მერე გრადები დაგვიშნეს... უკვე ტვინი ამეხადა, სახლში მინდა.მეორედ აქ არ წამოვალ, - ამბობს რუსი სამხედრო.