პუტინმა საკუთარი ქალიშვილის ნათლია გაწირა - პესკოვი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს მედვედჩუკის ვიდეომიმართვაზე რეაქცია არ ჰქონდა

ვლადიმერ პუტინმა საკუთარი ქალიშვილის ნათლია გაწირა - კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის, ინფორმაციით, უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ დატყვევებული მედვედჩუკის ვიდეომიმართვის ნახვის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს რეაქცია არ ჰქონდა.
პუტინმა იხილა ვიქტორ მედვედჩუკის მიმართვა, არავითარი რეაქცია იმ მომენტისთვის არ ჰქონდა" - განაცხადა პესკოვმა.
18 აპრილს უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა მედვედჩუკის ვიდეომიმართვა, სადაც ის უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს მოუწოდებს, გაცვალონ მარიუპოლის დამცველებში.