სარაკეტო დარტყმები ომის დასრულებამდე გაგრძელდება - არესტოვიჩი

19.04.22 14:38
სარაკეტო დარტყმები  ომის დასრულებამდე გაგრძელდება - არესტოვიჩი

რუსული არმია სარაკეტო იერიშებს ომის დასრულებამდე გააგრძელებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. მისი თქმით, ოკუპანტების შეტევები კიდევ ერთ თვეს გასტანს. 

არ უნდა იყოს არანაირი ილუზიები, სარაკეტო დარტყმები ჩვენ ქალაქებზე ომის დასრულებამდე გაგრძელდება და უსაფრთხო ადგილები ამ დროისათვის არ არსებობს. კიდევ ბევრი რაკეტაა, ისინი ძირითადად, დარტყმებს  საჰაერო ბაზირების რაკეტებით ახორციელებენ, რომელიცბ უკრაინამ ბუდაპეშტის მემორანდუმის რეზულატტების შედეგად გადსცა. ირონიაც ამას~ში მდგომარეობს.  მათ ასეთი ასობით რაკეტა აქვთ, იმის გათვალისწინებით კი, რომ რაკეტის ზალპში, როგორც წესი, რამდენიმე სარაკეტო ზალპია, შეძლება გამოვითვალოთ, რამდენი სარაკეტო ზალპი დარჩათ, - ამბობს არესტოვიჩი.

არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ ოკუპანტები მთელ სარაკეტო მარაგს უკრაინაზე არ გამოიყენებენ და მათ ნაწილს ნატოსთან საშნელი ომისთვის შეინახავენ. 

მე ვფიქრობ, რომ იერიშები კიდევ ერთი თვე გაგრძელდება, აქ ილუზიებისგან უნდა გავთავისუფლდეთ, - ამბობს არესტოვიჩი.  
 

მსგავსი სიახლეები