ამ "სპეცოპერაციის" მნშვნელოვანი მომენტი დგება - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაში ომის ახალი ფაზის დაწყების შესახებ ხმამაღლა განაცხადა. მისი თქმით, ამ "სპეცოპერაციის" მნშვნელოვანი მომენტი სწორედ ახლა დგება.
ეს ოპერაცია გაგრძელდება, ამ სპეცოპერაციის მომდევნო ფაზა ახლა იწყება. ახლა, ჩემი აზრით, ამ სპეცოპერაციის მნიშვნელოვანი მომენტი დგება, - განაცხადა რუსმა მარალჩინოსანმა.
ლავროვმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა დასავლეთს და აშშ-ს დააკისრა და გაიმეორა, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთსი ხელმძღვანელობასტან პირობა გატეხეს და საბჭოთა კავშირის გაქრობის შემდეგ ნატოს ჯარების აღმოსავლეთით გადაადგილება დაიწყეს.