ომის დანაშაულის მორიგი მტკიცებულება - ოკუპანტები უკრაინას ისკანდერებით ბომბავენ

19.04.22 15:19
ომის დანაშაულის მორიგი მტკიცებულება - ოკუპანტები უკრაინას  ისკანდერებით  ბომბავენ

ოკუპანტები უკრაინის ქალაქები დასაბომბად ისკანდერის ტიპის რაკეტებს იყენებენ. ფაქტის ამსახველ კადრებს თავად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ისკანდერის რაკეტების გაშვების ვიდეომასალა რუსეთის მხრიდან ომის დანაშაულის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ამის გარდა, რუსეთი ასევე ავრცელებს კადრებს, თუ როგორ მიაქვთ იერიშები მშვიდობიან მოსახლეობაზე. ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ რუსულ არმიას იერიშები საცხოვრებელი სახლებზე მიაქვს.

აღნიშნული ვიდეომასალები ჰააგის სასამართლოსთვის ომის დანაშაულის მორიგი მტკიცებულებები იქნება.