აშშ დასავლეთთან ერთად ომის გაჭიანურებას ცდილობს - სერგეი შოიგუ

19.04.22 15:25
აშშ დასავლეთთან ერთად ომის გაჭიანურებას ცდილობს - სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, რომელიც რამდენიმე დღით გაუჩინარებული იყო, გამოჩნდა. სერგეი შოიგუმ აშშ და დასავლეთი რუსეთ-უკრაინის ომის გაჭიანურებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ისინი პროვოცირებენ, რათა კიევის რეჟიმმა ბოლო უკრაინელამდე იბრძოლოს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ თითქმის ორთვიანი ომი რუსეთს გეგმაში არ ჰქონდა და უკრაინის დაპრყრობას უფრო მარტივად გეგმავდა.

აშშ დასავლეთის დახმარებით   აკეთებს ყველაფერს, რომ მაქსიმალურად გაჭიმოს რუსეთის სპეციალური ოპერაცია უკრაინაში. უცხოური შეიარაღების მიწოდება გვაჩვენებს მათ განზრახვას, რომ ისინი ახდენენ კიევის რეჟიმის პროვოცირებას, რომ იბრძოლონ ბოლო უკრაინელამდე. ჩვენი სამხედროების მოქმედებები და გამოყენებული შეიარაღება აჩვენებს, რომ რუსეთის ხელისუფლების მიდგომები შეიარაღებული ძალების შენების დროს იყო სწორი. დონეცკის და ლუგანსკის გათავისუფლების შედეგი გვაჩვენებს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის, - განაცხადა შოიგუმ.