ანტიკვარული ნახატები, ოქროს მონეტები და ფული - მედვედჩუკის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

19.04.22 15:43
ანტიკვარული ნახატები, ოქროს მონეტები და ფული - მედვედჩუკის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

პრორუსი დეპუტატის და ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. გენერალური პროკურატურა დეპუტატ ოქსანა მარჩენკოს შუამდგომლობას ამზადებს, რომელიც მეუღლის ქონების ჩამორთმევას ეხება. 

მედვედჩუკის სახლიდან დიდი ქონებაა ამოღებული. საუბარია ასამდე ანტიკვარულ ნახატზე, იარაღებზე, 20 შვეიცარიულ საათზე, ოქროს და ვერცხლის მონეტებზე და ფაბერჟეს კვერცხებზე. ამოღებულია ასევე თანხაც, რომლის ოდენობაც ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. ოლიგარქის ქონების დათვლა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

პოლიციის ინფორმაციით, მედვედჩუკი ამოღებული ქონება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და რუსეთის მიერ განადგურებული ინფრაქსტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.

ამასთან, ცოტა ხნის წინ პუტინის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რაიმე სახის გადაწყვეტილება მედვედჩუკთან დაკავშირებით რუსეთის მთავრობას არ მიუღია. 

მსგავსი სიახლეები