5 დაღუპული და ათობით დაშავებული - ოკუპანტებმა ხარკოვში საცხოვრებელი სახლის ეზო დაბომბეს

19.04.22 17:06
5 დაღუპული და ათობით დაშავებული - ოკუპანტებმა ხარკოვში საცხოვრებელი სახლის ეზო დაბომბეს

ხარკოვი ცეცხლის ალშია. რუსულმა არმიამ სარაკეტო იერიში  ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოზე იმ დროს მიიტანა, როდესაც იქ  ადგილობრივები იყვნენ შეკრებილები. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 5 და დაშავებულია ათობით ადამიანი. დაღუპულების ცხედრები ეზოში იყო მიმოფანტული. 

ცოტა ხნის წინ ქალაქიდან ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ცნობები, რომ გასროლა რეაქტიული სარაკეტო სისტემებით განხორციელდა. მათი თქმით, პუტინის მიზანს ხარკოვის განადგურება წარმოადგენს.