"გთხოვთ, გადით ქალაქებიდან" - ლისიჩანსკში უმძიმესი ვითარებაა

ლუგანსკის ოლქში ყველაზე მძიმე ვითარებაა. ქალაქ ლისიჩანსკიდან მოქალაქეების ევაკუაცია ვერ ხერხდება. მთავრობა ადგილობრივებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ რამდენიმე წუთში შესაძლოა, ამის გაკეთება უკვე შეუძლებელი აღმოჩნდეს.
სამწუხაროდ, მდგომარეობა ძალიან დამძიმებული და დაძაბულია. სანამ შეგიძლიათ ევაკუაცია, გთხოვთ, გადით ქალაქებიდან. რთულ ვითარებაში ვართ, უცნობია რა მოხდება 5 ან 10 წუთში. ეს არავინ იცის. გევედრებით, საჭიროა დატოვოთ სახლები, მერე შეიძლება, გვიანი იყოს. ჩვენი ჯარი იბრძვის, მეტი არაფერი შეგვიძლია. მესმის, რომ სიცოცხლისთვის საჭირო პირობებიც კი არ გაქვთ. უსაფრთხო ადგილას წადით, სანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, - აცხადებს ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.