ომის დაწყების შემდეგ საქართველომ რუსეთიდან იმპორტი გაზარდა
ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ელექტროენერგია, ქვანახშირი, მარგარინი- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, უკრაინასთან ომის პერიოდში საქართველომ რუსეთიდან 91 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქტი შეიძინა.
წინა წელთან შედარებით ორი მილიონით არის გაზრდილი თანხის ოდენობა, რომელიც ოკუპანტ ქვეყნიდან შემოსული პროდუქციის სანაცვლოდ საქართველოდან რუსეთში გადაირიცხა.
როდესაც მთელი მსოფლიო ამცირებს, ჩვენ ვზრდით რუსეთიდან იმპორტს. მონაცემებით რომელსაც bm.ge აქვეყნებს, დგინდება, რომ საქართველომ წინა წელთან შედარებით 89 % -ით მეტი საწვავი იყიდა, 227 % -ით მეტი ელექტროენერგია და 184 % -ით მეტი ქვანახშირი.
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველომ რუსულ ბაზარზე გაიტანა ღვინო, მინერალური წყლები და გაზიანი სასმელები. თუმცა, აღნიშნული პროდუქცია წინა წლებთან შედარებით გაცილებით მცირე რაოდენობით შეიტანა.
ოპოზიცია სტატრისტიკას შემაშფოთებელს უწოდებს. ,,ენმ"-ს წევრი, ეკონომისტი რომან გოცირიძე, აღნიშნავს, რომ საქართველომ ვერ მოახერხა ეკონომი8კის სხვა რელსებზე გადაყვანა და ერთ დროს ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა ამჯერად მთლიანად მიბმულია რუსეთზე.
ის, რისი გაკეთებაც არ შეუძლია ტანკებს, შეუძლიათ ბანკებს- ამ დოქტრინის ავტორი იყო ჩუბაისი. რუსეთი ამჟამად მოქმედებს ტანკებითაც და ეკონომიკუირადაც. ამ ორი იარაღის გამოყენებით ის ატარებს სწორედ თავის აგრესიულ პოლიტიკას.
უგუნურობაა, რომ წლების განმავლობაში საქართველომ ვერ მოახდინა თავისი ეკონომიკის დივერსიფიცირება და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა უკვე მთლიანად მიება რუსეთს - განაცხადა რომან გოცირიძემ.