"ღამით ქალების ყვირილი მესმოდა, ჩემი დისშვილი მოკლეს" - საზარელი ისტორიები ბუჩადან

19.04.22 17:22
"ღამით ქალების ყვირილი მესმოდა, ჩემი დისშვილი მოკლეს"  - საზარელი ისტორიები ბუჩადან

ბუჩაში საერთო სამარხებიდან ცხედრების ამოყვანის პროცესი ისევ გრძელდება. მოქალაქეები მსხვერპლს ვერ ითვლიან. ადგილობრივები, რომლებიც ქალაქში ოკუპაციის დროს იმყოფებოდნენ, რუსულ სისასტიკეზე ყვებიან. ბუჩას ერთ-ერთი მცხოვრები იხსენებს, რომ ქალაქიდან გაქცევა სურდა, თუმცა გარეთ გასვლისას აღმოაჩინა, რომ ტერიტორიას სრულად რუსული ჯარი აკონტროლებდა, ხოლო ქუჩა ადგილობრივების ცხედრებით იყო სავსე. 

ერთმა გასროლამ ჩემი სახლი გაანდგურა, ჩამსხვრეულია შუშები. ქალაქიდან გასვლა გვინდოდა, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. რუსული კოლონები აქ იყვნენ. ღამით ქალების ყვირილი მესმოდა, ჩემი დისშვილი მოკლეს. სარდაფში ვიპოვეთ. სახლში შემოიჭრნენ და ყველაფერი თან წაიღეს. რუსები არაადამიანები არიან, ცხოველებიც კი არ იქცევიან ასე. ჩემი მეზობელი ბიჭიც მოკლეს, დამალვა ვერ მოასწრო. ვერ აღგიწერთ რამდენი სიკვდილი მოიტანეს. ჩემი მეგობარი მოკლეს, რომელიც საკვების შესაძენად მიდიოდა. პირდაპირ თავშ ესროლეს. რუსები ქალაქში შემოსვლის დროს სახლ;ებშ იარაღს ეძებდნენ. იმდენად გაველურებულები იყვნენ, ძველი სარკეც კი წაიღეს. მე მოკვლით მემუქრებოდნენ. სიტყვებით ვერ აღვწერ რა ცაიდინეს ჩემს ქალაქშ. როცა კოლონები გაიყვანეს, ეზოში გამოვედი. ჩემს თვალწინ 12 ცხედარი იყო. ყველას თავში ჰქონდა ნასროლი, - ყვება ადგილობრივი.