კიევმა ჯამში 76 უკრაინელი პატიმრის გაცვლა მოახერხა
უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის განცხადებით, 19 აპრილს, კიევმა ჯამში 76 უკრაინელი პატიმრის გაცვლა მოახერხა.
დღეს ჩვენ გავცვალეთ 60 სამხედრო მოსამსახურე, მათგან 10 ოფიცერი. სახლებში ბრუნდება 16 მშვიდობიანი მოქალაქეც.
ეს იყო მეხუთე პატიმართა გაცვლა. სულ მოხდა 76 ადამიანის გაცვლა - განაცხადა ვერეშჩუკმა.