უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ბელორუსში შეჭრას გეგმავდა

2020 წელს რუსეთი ბელარუსში შეჭრასა და ტერიტორიის დაკავებას გეგმავდა, რისთვისაც სატანკო არმიას ამზადებდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის სამსახური აქვეყნებს.
უკრაინული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის ხელისუფლება გეგმავდა, საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ ბელორუსში წარმოქმნილი სახალხო პროტესტი სამხედრო ჩარევის გზით ჩაეხშო.
უკრაინის დაზვერვას იმის მტკიცებულებად, რომ ბელარუსში სამხედრო ოპერაცია იგეგმებოდა, მოჰყავს სატანკო არმიის სამხედროების გადაჯგუფების ამსახველი დოკუმენტები.