რუსმა რაშისტებმა აზოვსტალის სიახლოვეს 3 ტონიანი ავიაბომბა ჩამოაგდეს -სერგეი ტარუტა

19.04.22 19:03
რუსმა რაშისტებმა აზოვსტალის სიახლოვეს 3 ტონიანი ავიაბომბა ჩამოაგდეს  -სერგეი ტარუტა

რაშისტებმა აზოვსტალთან ახლოს, მარიუპოლის საავადმყოფოს ტერიტორიაზე,  3 ტონიანი ავიაბომბა ჩამოაგდეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი დეპუტატი და ბიზნესმენი, სერგეი ტარუტა, ავრცელებს. 

მარიუპოლში რუსი უკუპანტები ყოველდღიურად 500 კილოიან ბომბებს ყრიან და უკვე 3 ტონიანებსაც. ეს არის ფუგასურ-მსხვრევადი ავიაბომბები და რასაც ის ეცემა, აბსოლუტურად ყველაფერს ანადგურებს.

ეს ბომბები, მათ შორის, ხვდება სამოქალაქო სექტორს, საავადმყოფოებსაც. - განაცხადა ,,ტვ პირველზე" ჩართვისას სერგეი ტარუტამ.

ტარუტას ინფორმაციით, მარიუპოლში 100 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი, რომლებიც დაკავების შემთხვევაში რუსებს საფილტრაციო ბანაკებში მიჰყავთ. იქიდან კი მამაკაცებს ტოვებენ, ქალებსა და ბავშვებს კი რუსეთში წასვლას აიძულებენ. 

50 დღეზე მეტია, მარიუპოლი რუსი ოკუპანტების ალყაშია, მიუხედავად მსოფლიო სასულიერო ლიდერებისა და პოლიტიკოსების მიმართვისა, რაშისტები არ აძლევენ მოსახლეობას მწვანე კორიდორს და უფლებას, დატოვონ ქალაქი. 

ტარატუტამ ,,ტვ პირველზე" ჩართვისას განაცხადა, რომ მარიუპოლის საავადმყოფოში ავიაბომბის ჩამოვარდნის მომენტში 300 ადამიანამდე იმყოფებოდა, თუმცა, მათი ბედი ამ დროისთვის გაურკვეველია.