მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება - ქალაქიდან ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს გაიყვანენ

20.04.22 10:48
მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება - ქალაქიდან ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს გაიყვანენ

მარიუპოლიდან ბავშვიანი ქალების და მოხუცების გამოსაყვანად დღეს ჰუმანიტარული კორიდორი გაიხსნება. ინფორმაციას რეინტეგრაციის მინისტრი ავრცელებს. ირინა ვერეშუკის თქმით, მშვიდობიან მოქალაქეებს ზაპოროჟიეში მანგუშსა და ბერდიანსკის გავლით გადაიყვანენ. 

ჰუმანიტარული კორიდორი მარიუპოლიდან დღეს, 20 აპრილს 2022 წელს. მარიუპოლშ კატასტროფული სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენს ძალისხმევას კონკრეტულად ამ მიმართულებით მივმართავთ. ჩვენ შევძელით ჰუმანიტარულ დერეფნთან დაკავშირებით მოლაპარაკება ქალების, ბავშვების და მოხუცების გასაყვანად. კოლონა შემდეგი მარშრუტით გადაადგილდება: მარიუპოლი - მანგუში - ბერდიანსკი - ტოკმაკი- ორეხოვი-ზაპოროჟიე, - განაცხადა ვერეშუკმა. 

ვერეშუკმა ასევე, განაცხადა, რომ სიტუაცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რთულია, აქედან გამომდინარე, კორიდორის მოქმედების დროს შესაძლოა, ცვლილებები მოხდეს.