"აზოვსტალის" ქარხნის ნაწილს ე.წ. კადიროველები აკონტროლებენ - ვიდეომასალას დაჯგუფება ავრცელებს

20.04.22 11:07
"აზოვსტალის" ქარხნის ნაწილს ე.წ. კადიროველები აკონტროლებენ - ვიდეომასალას დაჯგუფება ავრცელებს

"აზოვსტალის" ქარხნის ნაწილს , რომლის ბუნკერშიც ასობით მშვიდობიანი მოქალაქეა, ე.წ.კადიროველები აკონტროლებენ. ვიდეოკადრებს თავად დაჯგუფების წევრები ავრცელებენ. ამის მიუხედავად, რთული დასადგენია არის თუ არა ეს ნამდვილად "აზოვსტალი" და არა "ილიჩის ქარხანა", რომელიც ოკუპანტებმა ხელში მანამდე ჩაიგდეს. 

აზოვის  ბატალიონი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქარხანა ავიაიერიშების შედეგად სრულად განადგურებულია. მისწსქვეშ, 20 მეტრის სიღმეში კი ნანგრევებში  ასობით ცოცხლად მოყოლილი ადამიანია ჩარჩენილი, თუმცა მათი მდგომარეობა უცნობია. აზოვის ბატალიონი წევრები ბუნკერამდე ჩასვლას ვერ ახერხებენ. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ალყაში მოქცეულ მარიუპოლის მცველებს-მორიგი ულტიმატუმს უყენებს და ისევ დანებებას თხოვს..

 

მსგავსი სიახლეები