გთხოვთ, გადაგვიყვანოთ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე - აზოვის ბატალიონის წევრი

20.04.22 11:09
გთხოვთ, გადაგვიყვანოთ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე - აზოვის ბატალიონის წევრი

აზოვის ბატალიონის წევრი მსოფლიო ლიდერებს დახმარების თხოვნით მიმართავს. საზღვაო ფეხოსნების 36 ბრიგადის მეთაური  სერგეი ვოლინსკი მათ მოუწოდებს, დაეხმარონ მარიუპოლიდან ასობით მშვიდობიანი მოქალაქის და ასევე, სამხედროების უსაფრთხო ადგილას გაყვანაში. 

ვოლინსკი ამბობს, რომ ადამიანების გადასარჩენად წუთები და საათებია დარჩენილი. 

მე მივმართავ მსოფლიოს. ეს შეიძლება იყოს ჩემი ბოლო განცხადება, რადგან ჩვენ მხოლოდ რამდენიმე დღე ან თუნდაც საათი გვაქვს დარჩენილი. მტერი ათჯერ აღგვემატება. მათ აქვთ უპირატესობა ჰაერშიც და მიწაზეც. აქვთ უფრო მეტი შეიარაღება და ტანკები. ჩვენ მხოლოდ ერთ ობიექტს ვიცავთ. ეს "აზოვსტალის" ქარხანაა. სამხედრო პერსონალთან ერთად, აქ სამოქალაქო პირებიც იმყოფებიან, რომლებიც ომის მსხვერპლნი გახდნენ. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს, გთხოვთ, გადაგვიყვანოთ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე და უზრუნველყოთ უსაფრთხოება. 500-ზე მეტი ადამიანი დაჭრილია აზოვსტალის ქარხანაში. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები, - ამბობს ვოლინსკი. 

მსგავსი სიახლეები