"სიტუაცია უკიდურესად კრიტიკულია, გვჭირდება დახმარება" - აზოვის ბატალიონი

"აზოვის" პოლკის მეთაური მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი, ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ აზოვსტალში სიტუაცია უკიდურესად კრიტიკულია. მისი თქმით, ოკუპანტებმა ქარხნის ის ნაწილი დაბომბეს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
პალამარი დახმარებას ითხოვს და ქარხნის ტერიტორიიდან ადამიანების გაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს.
ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი ასობით ადამიანი. ჯერ-ჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია დაჭრილებისა და გარდაცვლილების შესახებ. დაიბომბა ის ტერიტორია, სადაც იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის, ბავშვები. რუსეთი ამ დრომდე იყენებს ზალპური ცეცხლის დანადგარებს და ისევ იბომბება აზოვსტალის ტერიტორია. ჩვენ ველოდებით ჩვენს მეთაურს და ვიცით, რომ ვართ აქ. სიტუაცია უკიდურესად კრიტიკულია, გვჭირდება დახმარება და უზრუნველყოფა. ჩენ გვჭირდება ხალხის გაყვანა, იმ მშვიდობიანი მოქალაქეების, როლებიც ნახეთ ჩაწერილ ვიდეოში, - ამბობს პალამარი.