ხარკოვში სროლები არ წყდება - ქუჩები ადამიანების ცხედრებით გაივსო

20.04.22 11:46
ხარკოვში სროლები არ წყდება - ქუჩები ადამიანების ცხედრებით გაივსო

ხარკოვის ქუჩები რუსეთმა  უდანაშაულო ადამიანების ცხედრებით გაავსო. ქალაქში სროლები არ წყდება. რუსული ბომბები საცხოვრებელი კორპუსების თავზე ცვივა. ჭურვებს ყრიან იმ ტერიტორიაზეც, სადაც ადამიანების საკვების მარაგს იღებენ. გარდაცვლილების ზუსტი რაოდენობა ჯერ ისევ გაურკვეველია. 

ჭურვი პირდაპირ ჩემს ფანჯრებთან ჩამოვარდა, მთელი შენობა დაზიანებული და განადგურებულია. ზუსტად იმ დროს აფეთქდა, რომ მოფრინავდა. გარშემო ვერაფერი გადარჩა, - ამბობს ხარკოვის მცხოვრები. 

ქალაქის კიდევ ერთი მკვიდრი ამბობს, რომ ხარკოვშ ყოფნა ძალიან საშიშია, თუმცა წასასვლელი არსად აქვს. 

უკვე 2 თვეა ჩემი სახლი ამ აფეთქებებს უძლებს. გვეშინია, მაგერამ წასასვლელიც არსად გვაქვს. მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, რომ გავიმარჯვებთ. აქ ბებიაჩემი ცხოვრბს, მას ხომ არ მივატოვებთ, ეს ჩემი ქალაქია, რუსების გამო რატომ უნდა წავიეთ?, - ამბობს ადგილობრივი. 

მსგავსი სიახლეები