ოკუპანტებმა ლუგანსკში ახალი კოლონები შეიყვანეს - შეტევები არ წყდება ნიკოლაევზეც
ხარკოვის მსგავსად რუსეთი სრულმასშტაბიან შეტევებს ლუგანსკსა და ნიკოლაევზეც ახორციელებს. ოკუპანტებმა ამ ქალაქში ახალი კოლონები შეიყვანეს და შეტევაზე გადავიდნენ. ისვრიან დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც.
ამის მიუხედავად, უკრაინული არმია შეტევების მოგერიებას ახერხებს. ბრიტანული დაზვერვის მიერ გავრცელებულ კადრებში რუსეთის დანაკარგების მასშტაბები ჩანს. ვიდეომასალაში აფეთქებული რუსული ვერტმფრენები და სამხედრო ტექნიკაა ნაჩვენები.
უკრაინელი ჯარისკაცებია ასევე, იმ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ, რომელშიც იმყოფებიან.
ბოლო დღეებია სხვადასხვა მძიმე დაზიანებების ჯარისკაცები მოჰყავთ. ზედა-ქვედა კიდურები აქვთ დაზიანებული ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ ჭრილობები მუცლის არეში მიყენებული, რუსები ჯარისკაცებს ესვრიან თავშიც. ასეთი ჭრილობები მძიმეა და ბრძოლის ველზე სამედიცინო დახმარების გაწევა გვიჭირს, - ამბობს უკრაინელი სამხედრო.