ომის ახალი ფაზა - ზელენსკი დასავლეთს იარაღით დაუყოვნებლივ დახმარებას სთხოვს
ომის ახალი ფაზის დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ისევ მსოფლიო ლიდერებს მიმართავს და მათ სამხედრო შეიარაღებით დახმარებას დაუყოვნებლივ სთხოვს. მისი თქმით, მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ათასობით მსხვერპლის თავიდან აცილება და ოკუპანტზე გამარჯვება.
ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე ამბობს, რომ რუსეთის არმია ისტორიაში ყველა პირსისხლიანის სახელით შევა.
ამ ომით რუსული არმია ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება, როგორც ყველაზე ბარბაროსული და არაადამიანური არმია მსოფლიოში. მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული მკვლელობას, საცხოვრბელი უბნების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და ყველა სახის იარაღის გამოყენება, მათ შორის, საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული იარაღის, ეს ისეთი სისასტიკეა, რომ რუსეთი აბსოლუტური ბოროტების წყაროდ იქცევა. ჩვენ რომ გვქონდეს წვდომა ყველა იმ იარაღზე, რომელიც გვჭირდება, რომელიც ჩვენს პარტნიორებს აქვთ და რომელიც შეედრება რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებულ იარაღს, ჩვენ უკვე დავასრულებდით ამ ომს.
უსამართლოა, რომ უკრაინა კვლავ იძულებულია ითხოვოს, როდესაც მისი პარტნიორები წლების განმავლობაში ინახავენ ამ იარაღს. თუ ახლავე მივიღებთ იმას, რის გადმოცემასაც გეგმავს ზოგიერთი პარტნიორი უახლოეს კვირებში, ეს გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, - განაცხადა ზელენსკიმ.