ოკუპანტები მარიუპოლელებს თეთრი სამკლავურების ტარებას აიძულებენ - მტერი ღიად იმუქრება

20.04.22 12:19
ოკუპანტები მარიუპოლელებს თეთრი სამკლავურების ტარებას აიძულებენ - მტერი ღიად იმუქრება

ოკუპანტები მარიუპოლის მცხოვრებლებს თეთრი სამკლავურის გაკეთებას და ქალაქში ისე სიარულს აიძულებენ. ინფორმაციას ქალაქის მერის მრჩეველი ავრცელოებს. პეტრ ანდრიუშენკოს თქმით, რუსები მოკვლით უკვე ღიად იმუქრებიან. 

თეთრი სამკლავურების ტარებასთან დაკავშირებით ოკუპანტები თხოვნის ტონი მუქარით შეცვალეს. ისინი ცეცხლის გახსნით ემუქრებიან ყველას, ვინც ქუჩაში აღნიშნული სამკლავურის გარეშე გავა, - წერს ანდრიუშენკო. 

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსები ქალაქს უკრაინელების გეტოდ აქცევს.
შეგახსენებთ, რომ მარიუპოლი 1 მარტის შემდეგ ოკუპანტების ბლოკადაშია. 19 აპრილის შემდეგ ამ დრომდე გაუჩერებლად იბომბება „აზოვსტალის“ ქარხანა, რომელსაც თავს აზოვის ბატალიონი და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს. 
 

მსგავსი სიახლეები