უკრაინელ მომლაპარაკებლებს არ ვენდობით - მარია ზახაროვა
უკრაინელ მომლაპარაკებლებს არ ვენდობით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა, მარია ზახაროვამ, განაცხადა.
აქ საქმე „ენდე, მაგრამ გადაამოწმეში“ არ არის, აქ უბრალოდ უნდა „ამოწმო“, იმიტომ, რომ ნდობა ამ ხალხის მიმართ დიდი ხანი არ არსებობს, - განაცხადა ზახაროვამ.
ომის დასრულებასთან დაკავშირებით რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები 28 თებერვალს დაიწყო. 29 მარტს მხარეების მორიგ შეხვედრაზე სტაბულში, უკრაინულმა დელეგაციამ რუსეთს საკუთარი პირობები გააცნო, თუმცა რუსეთს ჯერ პასუხი არ დაუბრუნებია. ამის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი უარზეა.