პუტინის არმია უკრაინელ უიარაღო, მშვიდობიან მოქალაქეებს ერთიმეორის მიყოლებით ხოცავს - CNN-ის გამოძიება

12.05.22 13:05
პუტინის არმია უკრაინელ უიარაღო, მშვიდობიან მოქალაქეებს ერთიმეორის მიყოლებით ხოცავს - CNN-ის გამოძიება

მოქალაქეების სერიული მკვლელობა კიევთან -CNN-მა პუტინის არმიის დანაშაულებებზე ახალი მტკიცებულებები მოიპოვა. გაშიფრულია სათვალთვალო კამერები, სადაც ჩანს, რომ პუტინის არმია უკრაინელ უიარაღო მშვიდობიან მოქალაქეებს ერთიმეორის მიყოლებით ხოცავს. ჯარისკებმა მხვერპლს ტყვიები ზურგში დაახალეს.

უფრო კონკრეტულად, კადრებში ჩანს, როგორ ესვრიან რუსი ჯარისკაცები ორ მშვიდობიან მოქალაქეს. გარდაცვლილია სატრანსპორტო საშუალებების ფირმის დილერი, რომელიც ოკუპანტებმა გაძარცვეს. მეორე მსხვერპლი 68 წლის ლეონიდ ოლექსიევიჩ პლიატსია.

კადრების მიხედვით, 5 რუსი ჯარისკაცი შენობაში შეიჭრას ცდილობს, მათ დაწესებულების მეპატრონე აწეული ხელებით უახლოვდება. CNN-ის ცნობით, ავტოსალონში შეჭრის მცდელობისას ჯარისკაცები საკეტებს ესვრიან და მინებს ამსხვრევენ. პატრონი მათ აწეული ხელებით უახლოვდება, რის შემდეგაც აგრესორები მათ ჩხრეკენ და იარაღს ეძებენ. შემდეგ, ოკუპანტებთან მეორე კაციც მიდის. ჯარისკაცების წასვლის შემდეგ ორი მშვიდობიანი მოქალაქე უკან ბრუნდება, რა დროსაც, სულ მცირე, ორი ჯარისკაცი მათ უახლოვდება და ცეცხლს უხსნის. 

მკვლელობის შემდეგ რუსი ჯარისკაცები შენობას ძარცვავან და ალკოჰოლს სვამენ. 

მსგავსი სიახლეები