უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო რუსეთი НАТО-ს ბირთვული ომით ემუქრება

12.05.22 14:18
უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო რუსეთი НАТО-ს ბირთვული ომით ემუქრება

НАТО-ს მხრიდან უკრაინისთვის იარაღის დიდი რაოდენობით მიწოდების გამო იზრდება იმის ალბათობა, რომ ეს ყველაფერი ბირთვულ ომში გადაიზარდოს- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა, განაცხადა.

მთელი ძალით ცდილობენ, დანერგონ მსოფლიოში ასეთი აზრი, რომ რუსეთი მსოფლიოს ბირთვული კონფლიქტით ემუქრება.

იმ პირობებში, როცა დასავლეთის ქვეყნები რუსეთს უცხადებენ proxy war-ს (მარიონეტულ ომს), მსურს, მკაფიოდ გამოვხატო ისედაც ნათელი აზრი:

НАТО-ს მიერ უკრაინისთვის იარაღის დიდი რაოდენობით მიწოდება, მისი ჯარისკაცების მომზადება, დაქირავებული მებრძოლების გაგზავნა უკრაინის ტერიტორიაზე, ეს ყველაფერი ზრის რუსეთ- НАТО-ს შეიარაღებული კონფლიქტის ალბათობას. ხოლო აღნიშნული კონფლიქტი კი-ბირთვული ომის რისკს. 

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სცენარი იქნება კატასტროფული და მოვუწოდებ მსოფლიო ლიდერებს, იფიქრონ შედეგზე! - განაცხადა მედვედევმა.


 

მსგავსი სიახლეები