მოსკოვმა უკრაინაში ცნობილი ჯალათი, გენერალი მურადოვი, გააგზავნა

12.05.22 14:56
მოსკოვმა უკრაინაში ცნობილი ჯალათი, გენერალი მურადოვი, გააგზავნა

უკრაინაში განცდილი უმრავი მარცხის გამო რუსეთის არმიაში არეულობები დაიწყო, დიციპლინა ნულზეა, ამიტომაც კრემლმა კიევში ცნობილი დამსჯელი, გენერალი მურადოვი, მიავლინა. ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახური ავრცელებს.

გენერალი მურადოვი ცნობილია სისასტიკით, რასაც ის სირიაში მტრებისა და თანამებრძოლების წინააღმდეგაც იყენებდა. ამას მოწმობს ოკუპანტების ახალი სატელეფონო საუბრები, რომელიც SBU-მ მოისმინა.

აბა, მურადოვი, მოვიდა, საჩვენებელი სასამართლო მოაწყო. იმის გამო, რომ არავის სურდა საბრძოლველად წასვლა... ისე, კომპანიას არ სურდა მათი ბიჭების სიკვდილამდე მიყვანა და თავად ბიჭებიც არ იყვნენ მზად.

მურადოვის ხალხმა გუშინ დაანაწევრა მათ მიერ მოკლული რუსი ჯარისკაცების გვამები,  ჩატვირთა სატვირთოებში და წაიღეს“, - ეუბნება ოკუპანტი მამას სატელეფონო საუბრისას..

 

მსგავსი სიახლეები