რუსეთი ზაპოროჟიეში ტერაქტს აწყობდა - ასაფეთქებელი ხელჯოხში იყო დამონტაჟებული
რუსეთი ზაპოროჟიეში ტერაქტს აწყობდა, იგეგმებოდა მასობრივი თავშეყრის ადგილის აფეთქება რასაც პანიკა და მსხვერპლი უნდა მოჰყოლოდა.
ასაფეთქებელი ყავარჯენში იყო ჩამონტაჟებული.
SBU-ს ცნობით, დაკავებულია დნიპროს მცხოვრები, 1966 წელს დაბადებული პირი, რომელმაც ასაფეთქებელი თავად დაამზადა და ის შშმ პირისთვის განკუთვნილ ხელჯოხში დაამონტაჟა.