უკრაინაში აღმოჩენილია ათასობით გვამი, ბევრი დარღვევა შეიძლება ომის დანაშაულს გაუთანაბრდეს - გაეროს ადამიანის უფლებების უწყების ხელმძღვანელი

12.05.22 15:11
 უკრაინაში აღმოჩენილია ათასობით გვამი, ბევრი დარღვევა შეიძლება ომის დანაშაულს გაუთანაბრდეს - გაეროს ადამიანის უფლებების უწყების ხელმძღვანელი

გაეროს ადამიანის უფლებათა უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბოლო კვირებში უკრაინის დედაქალაქის მიმდებარე რაიონში აღმოჩენილია ათასობით გვამი.

მიშელ ბაჩელეტის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აღმოჩენილი დარღვევები, შეიძლება ომის დანაშაულს გაუთანაბრდეს.

კანონგარეშე მკვლელობების ოდენობა, განუკითხავად დახვრეტის შემთხვევების ჩათვლით კიევის ჩრდილოეთის რეგიონებში, შოკისმომგვრელია“, - თქვამა მან.

რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ირწმუნება, რომ სამოქალაქო პირებს თავს არ ესხმის.