ფინეთის НАТО-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს-დიმიტრი პესკოვი

ფინეთის НАТО-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს - ამის შესახებ კრემლის პრეს-სპიკერმა ანაცხადა. დიმიტრი პესკოვის განმარტებით, რუსეთის შემხვედრი რეაქცია დამოკიდებული იქნება იმ გარემოებაზე, რამდენად ახლოს განლაგდება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი რუსეთის საზღვრებთან.
ნატოს გაფართოება არ შეუწყობს ხელს ევრაზიის უსაფრთხოებას. ფინეთის გაწევრიანება ამ ორგანიზაციაში რუსეთის დიდი საფრთხის მომტანია.
ვფიქრობ, რომ НАТО-ს მორიგი გაფართოება არ უქმნის კონტინენტს მშვიდობიან და სტაბილურ გარემოს.
ეს ახალი გარემო ჩვენ იძულებულს გვხდის, რეაგირება მოვახდინოთ სიტუაციაზე, გავაკეთოთ შესატყვისი ანალიზი და შევიმუშავოთ სპეციალური ზომები, რთა სიტუაცია დავაბალანსიროთ და ჩვენი უსაფრთხოება დავიცვათ.
ჩვენი სამომავლო ქმედება და რეაქცია იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოუახლოვდება НАТО-ს ინფრასტრუქტურა ჩვენს საზღვრებს - განაცხადა პესკოვმა
ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტეს, ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ НАТО-ში ქვეყანა 15 მაისს გაწევრიანდეს.