რუსეთმა „გაზპრომის“ ყოფილ შვილობილ კომპანიებთან თანამშრომლობა აკრძალა
რუსეთის მთავრობა უცხოეთის კომპანიების სიას აქვეყნებს რომლებსაც მოსკოვი სანქციებს უწესებს. კომპანიების უმეტესობა Gazprom Germania-ს ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც „გაზპრომის“ ყოფილი შვილობილი კომპანიაა. სანქცირებულია 31 ფირმა. მათგან 30 სწორედ Gazprom Germania-ს ეკუთვნის.
კრემლი ამ კომპანიებთან ყოველგვარ თანამშრომლობას, მათ შორის, საფინანსო ოპერაციებს კრძალავს. აიკრძალა ამ ფირმებისთვის ნედლეულის და იმ პროდუქტების მიწოდება, რომლებიც რუსეთშია წარმოებული.