პოლონეთმა ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსახულებიანი მარკა გამოუშვა

პოლონეთის ფოსტამ დაბეჭდა მარკა უკრაინის პრეზიდენტის გამოსახულებით. მიუხედავად მაღალი ფასისა, მარკები ერთ საათში დაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას კრაკოვის ქალაქის საბჭოს ხელმძღვანელი, ლუკაშ ვანტუხი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ვანტუხი იყო ინიციატორი აღნიშნული იდეის.
ლუკაშ ვანტუხმა ზელენსკის გამოსახულებიანი მარკა წერილს დააკრა და ის ვარშავაში რუსეთის წარმომადგენლობას გაუგზავნა.