აზოვსტალიდან ევაკუაციის მოლაპარაკებები თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს - ვერეშჩუკი

13.05.22 10:40
აზოვსტალიდან ევაკუაციის მოლაპარაკებები თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს - ვერეშჩუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის თქმით, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან მებრძოლების ევაკუაციის მოლაპარაკებები თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს.

ვერეშჩუკის  განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საევაკუაციო გეგმის შემუშავება, რაშიც წითელი ჯვარი და გაეროა ჩართული.

დავიწყეთ ახალი რაუნდი, რათა შევიმუშაოთ აზოვსტალიდან ევაკუაციის საგზაო რუკა. დავიწყებთ მძიმედ დაჭრილებით. არის წითელი ჯვარი, რომლის წარმომადგენლებიც დღეს ხვდებიან რუსებს. ასევე, მოვილაპარაკეთ გაერო-სთანაც და მივეცით მანდატი. ჩვენ გვჭირდება დოკუმენტი, თუ როგორ მოხდება აზოვსტალიდან ევაკუაცია და მას ხელი უნდა მოვაწეროთ. ამ რაუნდში შუამავალი არის თურქეთი", - განაცხადა ვერეშჩუკმა.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ „აზოვის“ პოლკის მებრძოლთა ოჯახებმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს წერილით მიმართეს და მოუწოდეს, გამოიჩინოს გმირობა და განახორციელოს ქარხანაში დარჩენილი ყველა მებრძოლის ევაკუაციის პროცედურის ინიცირება. 

მსგავსი სიახლეები