ოკუპანტები "აზოვსტალის" ცენტრში შეჭრას ცდილობენ - უკრაინული მხარე ფოტომასალას აქვეყნებს

13.05.22 10:47
ოკუპანტები "აზოვსტალის" ცენტრში შეჭრას ცდილობენ - უკრაინული მხარე ფოტომასალას აქვეყნებს

ოკუპანტები „აზოვსტალის“ დაპყრობის მცდელობას განაგრძობენ. მარიუპოლის მერის მრჩევლის ინფორმაციით, რუსი სამხედრობი ცენტრში შეჭრას ცდილობენ. პეტრ ანდრიუეშენკო ასევე, ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, როგორ გადადგილდებიან ოკუპანტები ქარხნის ტერიტორიაზე. 

პრაქტიკულად პირდაპირი ეტერია. სიტუაცია ყოველდღიურად რთულება, - წერს ანდრიუშენკო.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, მტერი მარიუპოლზე საარტილერიო და საავციო იერიშებს განაგრძობს, თუმცა მის ძრითად სამნიზნეს „აზოვსტალის“ ქარხანა და იქ ბლოკირებული უკრაინელი სამხედროები წარმოადგენენ. 

იმის გათვალისწინებით, რომ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეები ევაკუირებულები არიან, უახლოს ვადაში მტერმა შესაძლოა, ქარხაანზე იერიშებს უმატოს, - განაცხადეს გენშტაბში. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ქალაქი მარიუპოლი ბლოკადაში ჯერ კიდევ ომის დასაწყისში მოაქციეს. ერთადერთი, რასაც ქალაქში ჯერ ისევ უკრაინელები აკონტროლებენ, "აზოვსტალის" ქარხანაა. რუსი სამხედროები "აზოვსტალზე" იერიშების მიტანას განაგრძობენ. მტერი ფოლადის ქარხანს საჰაერო და საარტილიერო სისტემებიდან ბომბავს. სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს ქარხნის შიდა პერიმეტრზეც, სადაც ოკუპანტები მაისის დასაწყისში შეიჭრნენ. ინტენსიური ცეცხლის და უკიდურესად მძიმე პირობებში "აზოველი" მებრძოლები თავდაცვას ინარჩუნებენ.