"უწყვეტი შტურმების ქვეშ ვიმყოფებით, მუდმივად დაძაბულები ვართ" - "აზოვი"

უმძიმესი ვითარების და ინტენსიური დაბომბვების მიუხედავად, "აზოვის" ბატალიონი ბრძოლას განაგრძობს. მარიუპოლის დამცველები მტრის პოზიციებზე შტურმით იჭრებიან და შეუძლებელს აკეთებენ იმის მიუხედავად, რომ საბრძოლო, საარსებო და სამედიცინო რესურსები ეწურებათ.
"აზოვის" სამხედრო მედიკოსი, რომელიც იძულებული გახდა ჯარისკაცების რიგებში გადასულიყო, ამბობს, რომ ჰოსპიტალში, რომელიც ოკუპანტებმა დაბომბეს, მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა აღარ არსებობს. მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც სამხედროების გადარჩენა ვერ ხერხდება.
მარიუპოლის ტერიტორიის დაცვის რიგებში თავიდანვე ვიყავი ჩართული. თავიდან როგორც სამედიცინო პერსონალი ისე ვიყავი და დახმარებას ვუწევდი ჯარისკაცებს. იყო შემთხვევებნი, როცა რუს ტყვეებსაც კი ვეხმარებოდით, გადავარჩინეთ მათი ნაწილიც. როდესაც შეტევები გაძლიერდა, ჯარისკაცების რიგებშ იდავდექი. დღეს ყოველდღიურად გვბომბავენ. ძლიერი შტურმები ხორციელედება სანაპირო ზონიდან არტილერიის საშუალებით და ყველანაირ იარაღს იყენებენ. უწყვეტი შტურმების ქვეშ ვიმყოფებით, მუდმივად ვართ დაძაბულ სიტუაციაში. ომის დაწყების შემდეგ, მშვიდი დღე არ გვქონია. ცდილობენ შტურმით აიღონ ქალაქი. დღეის მდგომარეობით დაშავებულებს ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, მაგრამ ახლაც აქ 600-მდე დაჭრილი პირია სხვადასხვა სირთულის ჭრილობით. ისინი არღვევენ ჟენევის კონვენციას და ბომბავენ სამედიცინო დაწესებულებებს. ყოველი დაბომბვის შემდეგ ვითარება უფრო რთულდება. გვაქვს შემთხვევები, როცა უბრალოდ არ გვაქვს ხალხის გადარჩენის შესაძლებლობა. ჰოსპიტლის დაბომბვის შედეგები ასეთია: არ გვაქვს მედიკამენტებიდა და სამედიცინო აღჭურვილობა, ყველაფერი განადგურებულია, - ამბობს სამხედრო.