ოკუპანტებმა ლუგანსკს ცეცხლი 31-ჯერ გაუხსნეს - დაიბომბა კრემენჩუკის ქარხნის ტერიტორიაც

13.05.22 11:35
ოკუპანტებმა  ლუგანსკს ცეცხლი 31-ჯერ გაუხსნეს - დაიბომბა კრემენჩუკის ქარხნის ტერიტორიაც

ბოლო 24 საათში ოკუპანტებმა  ლუგანსკს ცეცხლი 31-ჯერ გაუხსნეს. მტერმა იერიშები ისევ საცხოვრებელ უბნებზე მიიტანა. დაიბომბა კრემენჩუკის ქარხნის ტერიტორიაც.

პოლტავას ოლქის ხელმძღვანელის დიმიტრი ლუნინის განცხადებით, ოკუპანტების მიერ 12 გასროლილი რაკეტიდან უკრაინელებმა 1 ჩამოგდება მოახერხეს. 

პოლტავაში მშვიდი დღე არ ყოფილა. საღამოს 6 საათიდან ოკუპანტებმა დაბომბეს ერთ-ერთი დასახლებული პუნქტი, 12 რაკეტა ესროლეს. რაკეტების უმეტესი ნაწილი დაუმიზნეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ახლა იქ ძლიერი ხანძარია და სამაშველო სამუშაოები ტარდება. ნელ-ნელა ვახდენთ ხანძრის ლიკვიდირებას. ერთი რაკეტის ჩამოგდება ჩენმა ჯარმა მოახერხა, დანარჩენი რაკეტები კი უფრო მეტად დასახლებულ პუნქტებზე იყო დამიზნებული. დღის მონაცემებით სასიხარულო ის არის, რომ დაშავებულები და გარდაცვლილები არ გვყავს, - თქვა ლუნინმა. 
 

მსგავსი სიახლეები