"რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე ყველასთვის აშკარაა" - ზელენსკი

13.05.22 12:12
 "რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე ყველასთვის აშკარაა" - ზელენსკი

რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე ყველასთვის აშკარაა მსოფლიოში, უბრალოდ რუსეთს ჯერ არ ეყოფა ამის აღიარების გამბედაობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაშ თქვა.  ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე სლოვაკეთს, ნიდერანდებს და ფინეთს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

24 ნთებერვლიდან დაწყებული ბრძლების დროს რუსმა ჯარებმა გაანადგურეს 570 სამედიცინო დაწესებულება. მთლიანად განადგურდა 101 საავადმყოფო. ოკუპანტებმა დღეს კრემენჩუკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს. რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე ყველასთვის აშკარაა მსოფლიოში, უბრალოდ რუსეთს ჯერ არ ეყოფა ამის აღიარების გამბედაობა. მშიშრები არიან და ისინი ცდილობენ დამალონ სიმართლე სარაკეტო იერიშის ქვეშ, საჰაერო და საარტილერიო დატყმების მიღმა. ვესაუბრე ფინეთის პრეზიდენტს, განვიხილეთ ჩვენი ევროინტეგრაციის და თავდაცვითი თანამშრომლობის საკითხები, ვესაუბრე სლოვაკეთის პრეზიდენტსაც. მადლობა გადავუხადე დახმარებისთვის. შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე  მთელი სპექტრით, მადლობელი ვარ ნიდრელანდების პრემიერ-მინისტრის დღევანდელი მიმართვის გამო. უკრაინის უმაღლესი რადასმი ეს მნიშნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ რაც მტავარია, ნიდერლანდები რუსული ნავთობის უარყოფის ადვოკატირებას ეწევა და მზადაა განახორციელოს იგი დაუყოვნებლივ, - განაცხადა ზელენსკიმ. 

 

მსგავსი სიახლეები