ოკუპანტებმა კიევთან 37 მშვიდობიანი მოქალაქე ჩახოცეს - The Wall Street Journal-ის ჟურნალისტური გამოძიება

პუტინის ომის დანაშაულებები - The Wall Street Journal-ი ოკუპანტების მორიგ სისასტიკეზე წერს. გამოცემის თანახმად, რუსმა სამხედროებმა 37 მშვდიობიანი უკრაინელი იმ დროს ჩახოცეს როდესაც ოკუპირებული სოფლის დატოვებას ცდილობდნენ. ავტომილებს გაფართხილებელი წარწერა "ბავშვები" ჰქონდათ დატანილი, თუმცა ამის მიუხედავად, რუსმა სამხედროებმა მოქალაქები მაინც მოკლეს. შემთხვევა კიევთან ახლოს მოხდა და იმ ადგილს უკრაინელები "სიკვდილის გზად" მოიხსენიებენ.
როგორც კი დავტოვეთ სოფელი, ეს გზა სასიკვდილო გზად იქცა, მოტიჟინიდან იასნოგოროცკამდე. უბრალოდ შემაძრწუნებელი იყო, ცხედრები გალურჯებული იყო, მანქანები დაცხრილული. დავინახე გარდაცვლილი ბავშვების სილუეტები, ჩემმა შვილებმაც დაინახეს. ყველაზე უმცროსი ისტერიკაში ჩავარდა. ახლაც ეღვიძება კოშმარებით პატარა მუდმივად კივის. აღარ მსურს ამაზე საუბარი, - ამბობს თვითმხილველი.
უკრაინა პუტინის დანაშაულებებს ჰააგის სასამართლოში წარსადგენად აგროვებს.