"ტიროდნენ, მევედრებოდნენ და მაინც ვხოცავდი" - ოკუპანტების სისასტიკის მორიგი მტკიცებულება
რუსული სისასტიკის კიკდევ ერთი მტკიცებულება - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მორიგ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს. სატელეფონო საუბარში ოკუპანტი მეგობარს გოგონას იმ სასტიკი მეთდების შესახებ უყვება, რომლითაც რუსები ურკაინელ მშვიდობიან მოქალაქეებს უსწორდებიან.
- არ მინდა მოგიყვე, იქ სამოქალაქოებს რომ ვესვრი. ვკლავ, მუხლებს ვუმტვრევ, რად გინდა ამის ცოდნა?რისი აგგება გინდა? არ ვაპირებ ყველაეფრის ოყოლას, რაც რეალურად ხდება.
- იმედი მქონდა, რომ შენ არ ომობდი.
- ნასწია, ვომობ, აბა, შენ რა გეგონა? მე შემიძლია ადამიანს თვაში „ბუმ“ და ტყვიამფრქვევით ვესროლო. კალაშინიკოვით 100 კაცი შემიძლია გადავჭრა. თავები წავაცალო, არ გჯერა?
- როგორ უნდა ვიცხოვრო სხენთან ერთად? ამით ამაყობ?
- არ ვამაყობ, უბრალოდ, მკიდია. სანამ სამოქალაქოები იყვნენ სანგრებში ვყრიდი. თავებში ვესროდი, ვხოცავდი. ტიროდნენ, მევედრებოდნენ და მაინც ვხოცავდი. ამ ხოხლებს ვაჩოქებდი, მევედრებოდნენ, იძახდნენ “Russia Forever”. ვაიძლებდია ასე ეძახათ, - ისმის სატელეფონო საუბარში.